ახმედ ჩატაევი ამნისტიით მისი გათავისუფლების შემთხვევაშიც საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცების ბრძოლას არ შეწყვეტს. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს ადამიანის უფლებათა ცენტრში გამართულ პრესკონფერენციაზე ჩატაევის ადვოკატმა გაავრცელა. ლაფანყურის სპეცოპერაციის ერთადერთ ჩეჩენ ცოცხალ მოწმეს რომელიც საქართველოში იმყოფება ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 236 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით ედება. რაც ასაფეთქებელი ნივთიერებების უკანონო შეძენა შენახვასა და ტარებას გულისხმობს. ეს მუხლები კი ამინისტიის შესახებ კანონპროექტით ამინისტიას ექვემდებარება. დღსვე ცნობილი გახდა რომ ადამიანის უფლებათან ცენტრმა გაეროს ჩატაევის საქმეში მონაწილეობის თხოვნით მიმართა. ახმედ ჩატაევის სასამართლო პროცესი 26 ნოემბერს უნდა გაიმართოს სადაც იმ მთავარ მოწმეებს დაკითხავენ ვისი ჩვენების საფუძველზეც ჩატაევი დააკავეს. 3 მესაზღვრე მედიასთან საუბარში აცხადებდა რომ მათ ეს ჩვენებები იძულებით დააწერინეს.