სააკაშვილმა შესაძლოა ოდესის მერის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა

სააკაშვილმა შესაძლოა ოდესის მერის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა

უკრაინული საინფორმაციო წყაროები საქართველოს ექს-პრეზიდენტის და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის, უკრაინაში მორიგ თანამდებობაზე ალაპარაკდნენ. მათი ცნობით, სააკაშვილი ოდესის მერის არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს.

ეს ინფორმაცია უკრაინულმა „ტელეგრამის" არხმა „ლეგიტიმნიმ" პრეზიდენტ ზელენსკის ოფისში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა. მათი ცნობით, ცენტრალური ხელისუფლება აქტიურად ეძებს ოდესის ამჟამინდელი მერის გენადი ტრუხანოვის შემცვლელს.

„ლეგიტიმნის" ცნობით, ოდესის მერობის კანდიდატად ვოლოდიმირ ზელენსკის პარტია „სლუგა ნაროდა"-დან კენჭს ალექსეი ლეონოვი იყრის, ხოლო ოპოზიციური პლატფორმა „ზა ჟიზნ"-ისაგან - ნიკოლაი სკორიკი. დიდი ალბათობით, ოდესის მერობისათვის ბრძოლაში ჩაერთვება მიხეილ სააკაშვილიც, რომელიც ამჟამად საკუთარი კანდიდატურის ოფიციალურად წამოყენების შესაძლებლობა განიხილავს.

შეგახსენებთ, რომ 2015 წელს მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო და ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტი დაიკავა, მოგვიანებით პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ უკრაინის მოქალაქეობა გაუუქმა, სააკაშვილის თქმით, მას მოქალაქეობა უკანონოდ გაუუქმეს და ქვეყნიდან უკანონოდ გააძევეს.

2019 წლის მაისში კი ამჟამინდელმა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ექს-პრეზიდენტ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნა.

 

Maverick კაცო, არ შეიძლება ამ ახალი თაობის ოსტაპ ბენდერს, "აზროვნების გიგანტს, და მსოფლიო დემოკრატიის მამას" ოდესის მერის სკამი პოტიომკინის კიბეებთან, რიშელიეს ძეგლის ფეხებთან დაუდოთ, ჩაჯდება, კარგად მოირგებს, და ... ოდესასაც, საქართველოსაც, უკრაინასაც, ევროპასაც, ამერიკასაც, ვანატუსაც, დედამიწასაც და გალაქტიკასაც დაასვენებს...
4 წლის უკან