"ეს პროცესი ყველაზე მეტად ხელს აძლევს რუსეთს, რადგან ხალხი დასავლეთს ბოროტების მხარდამჭერად აღიქვამს"

ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

ნაცსექტამ და უჭუპუჭუ პარტიებმა ძალიან კარგად იციან, რომ ხალხი მხარს არ უჭერს და ახლა წუწკი კონგრესმენების წერილებით ცდილობენ ისეთი განწყობის შექმნას, თითქოს საქართველო საერთაშორისო მხარდაჭერას კარგავს.

ეს წერილებიც და ევროპარლამენტარების განცხადებებიც ანგარებით მზადდება.

ეს პროცესი ყველაზე მეტად ხელს აძლევს რუსეთს, რადგან ხალხი დასავლეთს ბოროტების მხარდამჭერად აღიქვამს, დასავლეთის ალტერნატივა კი სწორედ რუსეთია.

ეს ქართული სახელმწიფოსთვის ძალიან საშიში პროცესია და ჩვენს ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებს, მათ საელჩოებს სერიოზული დაფიქრება მართებთ.

ნაცსექტამ, თავისი მმართველობისას, საქართველოს ტერიტორიის 22 პროცენტი და ეკონომიკის მართვის სადავეების დიდი ნაწილი რუსეთს გადასცა.

ახლა მეორე ეტაპი დაიწყო, რომელსაც ხელს უწყობენ ამერიკელი და ევროპელი კონგრესმენ-პარლამენტარები. ეს განცხადებები საქართველოს დესუვერენიზაციის გზაზე დაგებული ფიანდაზია!

დიდი სიფრთხილის გამოჩენა გვმართებს, რადგან შესაძლოა ქართული სახელმწიფოებრიობის დასასრულის მომსწრენიც კი გავხდეთ!

არ გაშინებთ, გაფრთხილებთ!

Aburjga Tasmanieli ნაღდი ხარ ბატონო ბონდო!
5 წლის უკან
amo 2008-ში ჩვენი ტერიტორიების დაკარგვაში (შეგნებულად, თუ შეუგნებლად) იმ პერიოდში ამერიკის მიერ წარმოებული საგარეო პოლიტიკის როლს ლომის წილი მიუძღვის. მგონი იგივე მეორდება.
5 წლის უკან
amo P.S. რუსეთუმე ნაღდად არ ვარ
5 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ბატონო ბონდო, თქვენ წერთ - ...რადგან ხალხი დასავლეთს ბოროტების მხარდამჭერად აღიქვამს, დასავლეთის ალტერნატივა კი სწორედ რუსეთია.
მე ვფიქრობ აქ მცირეოდენი დაზუსტებაა საჭირო - ხალხი დასავლეთს ბოროტების მხარდამჭერად იმიტომ აღიქვამს, რომ ეს ნამდვილად ასეა!
წარმომიდგენია ახლა ჩარლი ჩაპლინი რომ ცოცხალი იყოს რა ფილმებს გადაიღებდა თანამედროვე დასავლეთის სოციალურ ცხოვრებაზე, კომუნიკაციის და ტრანსპორტის საშუალებებზე, გაბატონებულ ზნე ჩვეულებებზე, პოლიტიკურ პერსონებსა და საერთოდ პოლიტიკაზე.... აფსუს?!
5 წლის უკან
trampi დავამატებდი ----------------------რუსეთისაგან მაინც არაფერი გამოცხვება
5 წლის უკან