თანხების ხარჯვის გამო პრობლემები სამართალდამცველებთან თბილისის მერიის გარდა, შესაძლოა სხვა უწყებებსაც შეექმნას.
2012 წლის ბიუჯეტიდან არამიზნობრივად დახარჯული მილიონებით სავარაუდოდ პროკურატურაც დაინტერესდება.
საერთო ჯამში საუბარია 130 მილიონზე.
არამიზნობრივად დახარჯული თანხებით, ხუთეულში თავდაცვის სამინისტრო ლიდერობს 52 მილიონი ლარით.
ჩამონათვალშია: სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა და განათლება.
ამის გარდა საუბარია რაიონულ გამგეობებზეც.
შემოსავლების სამსახური ასევე კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ დახარჯულ 8 მილიონსაც.