ჩუღურეთის რაიონში, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, კახიძის N5-ში მდებარე ავარიული საცხოვრებელი სახლის კაპიტალური გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულ მისამართზე 13 ოჯახი ცხოვრობს. პროექტის ფარგლებში, მონოლითური რკინა-ბეტონის სეისმური სარტყელი და საძირკვლის ფილა მოეწყობა. მიმდინარე სამუშაოები ჩუღურეთის რაიონის გამგებელმა ზურაბ ჩიკვილაძემ, დიდუბის მაჟორიტარ დეპუტატთან ლადო ძნელაძესთან ერთად დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს „რესტავრატორი“ ასრულებს. პროექტის ღირებულება 26 350 ლარია.