18 წლის

18 წლის "კიბერდამნაშავე"(VIDEO)

ბოლო დღეებში დაკავებული ყველაზე ახალგაზრდა მაღალჩინოსანი.
შესაძლოა ის ყველაზე ახალგაზრდა იყოს ზოგადად თანამდებობის პირებს შორისაც.
როგორ აღმოჩნდა 18 წლის ვასილ ჯამალაშვილი კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში? ერთ- ერთი ვერსიით მისით მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც 15 წლისამ კუდ-ის ვებ გვერდის გატეხვა და გათიშვა მოახერხა.
ჯამალაშვილმა სკოლა 16 წლის ასაკში ექსტერნად დაამთავრა. უკვე 17 წლის კი, ანუ არასრულწლოვანი, ის კუდის მეოთხე სამმართველოს უფროსის მოადგილედ დაინიშნა.
ვასილ ჯამალაშვილი დედასთან და 90 წლის ბებიასთან ერთად ცხოვრობს.
კიბერ დანაშაულის გარდა 18 წლის თანამდებობის პირს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ედება.