ამირან სალუქვაძე: ფრონტერა და აფიორა 3 წლის წინ სინონიმებად მოიხსენიებოდა

ამირან სალუქვაძე: ფრონტერა და აფიორა 3 წლის წინ სინონიმებად მოიხსენიებოდა

ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს:

ფრონტერა და აფიორა 3 წლის წინ სინონიმებად მოიხსენიებოდა.

ერთ ფოტოზე შევარდნაძეა, ოღონდ არ გეგონოთ ჩაის სვამს, ნავთობია. მეორე ფოტოც ნახეთ, წაიკითხეთ, როცა პოსტს დაასრულებთ.

რა ხდება დღეს?

ფრონტერა, კონგრესმენი მალინი, ფრონტერა, მალინი, პროპორციული არჩევნებო, ფრონტერა, კონგრესმენი, შანსი გვაქვს პროპორციულ არჩევნებს მივაღწიოთ, ფრონტერა, მალინი, საარჩევნო სისტემა...

საარჩევნო სისტემა გაინტერესებთ, თუ კონგრესმენის პრეტენზია?

მერე რა რომ ფრონტერა 3,5 მილიარდ (მილიონს არა, მილიარდს) დოლარს გვედავება?!

მერე რა, რომ ფრონტერამ საქართველოს საზიანო განცხადების გაკეთებით ლონდონის საფონდო ბირჟაზე, საიდანაც გამოძევებულია, დიდძალი მოგება მიიღო?!

მერე რა რომ კონგრესმენი ფრონტერას ოფიციალური ლობისტია (თუ გსურთ 2018-19 წლების მოკრძალებულ გადარიცხვებს გაჩვენებთ). დაგუგლეთ frontera resources mullin markwayne.

კონგრესმენს თავისი ინტერესები აქვს და წერს წერილებს, ოღონდ რას გვთავაზობს, სასამართლო დავა წავაგოთ და საქართველოს ერთი წლის ბიუჯეტი თაღლით კომპანიას გადავუხადოთ, რომელიც უზარმაზარ მიწებს ფლობს და არაფერს იხდის?

მერე რა რომ ფრონტერამ შარშან 11 თვის ხელფასი არ გადაუხადა თანამშრომლებს?! იხილეთ ბექა ნაცვლიშვილის შარშანდელი აქტივობები ამ საკითხზე, მთავრობისა და აშშ სავაჭრო პალატისთვის გაგზავნილი წერილები.

მერე რა რომ კომპანია ლამის ყოველ წელს ზარალზე მუშაობს, ხოლო 2027 წლამდე არმიღებული ზარალის (3,5 მლრდ USD) ანაზღაურებას ითხოვს?!

ჰოდა, რა ვქნათ ახლა, კონგრესმენის მოწოდების საფუძველზე, ფრონტერას, მსოფლიო აფიორისთვის, 3,5 მილიარდი გადავუხადოთ?