მინისტრის განცხადება (video)

მინისტრის განცხადება (video)

ტარიფების დაწევასთან დაკავშირებით ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიასთან შეთანხმებით კომპანიებთან მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია. ენერგეტიკის მინისტრი აცხადებს, რომ კონტრაქტი, რომელსაც სემეკ-ი ტარიფის შეუცვლელობის საბაბად იშველიებს, "ინტერ რაოესთან" ახალი გაფორმებული არ არის. "ინტერ რაოს" სამუშაო ჯგუფი თბილისში ხვალ ჩამოვა, ხოლო სამუშაო შეხვედრები ოთხშაბათიდან დაიწყება. ტარიფების შესახებ სწორედ ამ შეხვედრებზე იქნებ საუბარი. 
დღესვე კახა კალაძემ აღნიშნა, რომ გაზის ტარიფის შესახებ კონკრეტული საუბარი მას შემდეგ იქნება, რაც გაზისა და ნავთობის კორპორაციის ხელმძღვანელი შეიცვლება.