ახალი ხელისუფლება კანონის ფარგლებში მოქმედებს. ამის შესახებ უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა "პრაიმტაიმის" პრესკლუბში ბოლოდროინდელი დაკავევევის შეფასების დროს განაცხადა. მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოება აქტიურად ადევნებს თვალყურს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, ამიტომ ახალი ხელისუფლება დაინტერესებულია ყველაფერი კანონის ფარგლებში იყოს მოქცეული. მისი თქმით, დღეს სასამართლო არ არის ზეწოლის ქვეშ და ის გადაწყვეტილებას თავად ღებულობს. ამის დასტურად უმრავლესობის წევრმა თენგიზ გუნავას საქმე მოიყვანა, რომლისთვის პროკურატურამ წინასწარი პატიმრობის შეფარდება მოითხოვა, სასამართლომ კი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.