საპარლამენტო უმრავლესობის წევრები უდანაშაულობის პრეზუმფციას უგულებელყოფენ და ბოლოდროინდელ მოვლენებზე შეფასებებს სამართლებრივი არგუმენტების გარეშე აკეთებენ - ამის შესახებ დავით დარჩიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. დარჩიაშვილის თქმით, გახმაურებული საქმეების გამოძიება, მათ შორის ბაჩო ახალაიას საქმისა პროკურატურამ ყველა დეტალის გაცნობისა და ორივე მხარის დაკითხვის შემდეგ უნდა დაიწყოს. დღესვე დავით დარჩიაშვილმა ხელისუფლებისა და პრეზიდენტის ურთიერთობაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ქართული ოცნების წევრების მხრიდან არის სურვილი რომ 1 ოქტომბრის შედეგებით საპრეზიდენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგები გაბათილდეს.