ბაღათურიას ბრიფინგი(VIDEO)

ბაღათურიას ბრიფინგი(VIDEO)

ქართული დასის ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ ციხეებში შექმნილ რთულ მდგომარეობაზე ისაუბრა, მისი განცხადებით, ციხეები უკანონო პატიმრებით გადატვირთულია, ბაღათურია მიიჩნევს, რომ ციხეებში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით უნდა განხორციელდეს რეფორმები და ჩატარდეს ამნისტია. ბაღათურია ხელისუფლებას მოუწოდებს, ის ადამიანები, ვისაც შემთხვევითი დანაშაული აქვს ჩადენილი, უნდა იქნან გათავისუფლებული, ასევე უნდა გათავისუფლდნენ ადამიანები, რომლებიც ნარკომანიით არიან დაავადებული, ქართული დასის ლიდერის განცხადებით, მსგავსი კატეგორიის მოქალაქეებს მკურნალობა სჭირდებათ და არა ციხეში გამოკეტვა