თენგიზ ცერცვაძე: საქართველოს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა და მედიკამენტების მიწოდება თავიდანვე ოფიციალურად ხელმოწერილი იყო არა ხუთი წლით, არამედ ათი წლით

თენგიზ ცერცვაძე: საქართველოს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა და მედიკამენტების მიწოდება თავიდანვე ოფიციალურად ხელმოწერილი იყო არა ხუთი წლით, არამედ ათი წლით

საქართველოს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა და მედიკამენტების მიწოდება თავიდანვე ოფიციალურად ხელმოწერილი იყო არა ხუთი წლით, არამედ ათი წლით. ანუ, თავიდანვე იყო მოლოდინი, რომ პროგრამა შეიძლება 10 წლამდე გაგრძელებულიყო. ზოგადად საერთაშორისო პრაქტიკით ცნობილია, რომ ასეთი სერიოზული პროგრამები თავდაპირველ ვადებში თითქმის ვერასოდეს ეტევა და გადავადება ხდება. ასე მაგალითად, ყვავილის ერადიკაციას 20 წელი დასჭირდა, ხოლო პოლიომიელიტის ელიმინაცია ბოლომდე ჯერაც ვერ მოხერხდა. სწორედ ამიტომ ის, რომ პროგრამის სამიზნეების ხუთ წელიწადში შესრულება ვერ ესწრება, არავის გაკვირვებია და არც ოფიციალურად და არც კულუარულად ერთი შენიშვნაც კი არავის გაუკეთებია ,- ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის გენერალური დირექტორი, პროფესორი თენგიზ ცერცვაძე საუბრობს.

მისი თქმით, ის 12 ქვეყანა, რომლებიც ასევე მუშაობენ C ჰეპატიტის ელიმინაციის პრობლემაზე, ამის გაკეთებას მოახერხებენ ყველაზე უკეთეს შემთხვევაში 2030 წლისთვის, ან კიდევ უფრო გვიან.

,, საქართველოს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა და მედიკამენტების მიწოდება თავიდანვე ოფიციალურად ხელმოწერილი იყო არა ხუთი წლით, არამედ ათი წლით. ანუ, თავიდანვე იყო მოლოდინი, რომ პროგრამა შეიძლება 10 წლამდე გაგრძელებულიყო. ზოგადად საერთაშორისო პრაქტიკით ცნობილია, რომ ასეთი სერიოზული პროგრამები თავდაპირველ ვადებში თითქმის ვერასოდეს ეტევა და გადავადება ხდება. ასე მაგალითად, ყვავილის ერადიკაციას 20 წელი დასჭირდა, ხოლო პოლიომიელიტის ელიმინაცია ბოლომდე ჯერაც ვერ მოხერხდა. სწორედ ამიტომ ის, რომ პროგრამის სამიზნეების ხუთ წელიწადში შესრულება ვერ ესწრება, არავის გაკვირვებია და არც ოფიციალურად და არც კულუარულად ერთი შენიშვნაც კი არავის გაუკეთებია  ჩვენი ოპონენტების გარდა და პირიქით - ყველგან ხაზს უსვამენ, რომ პროგრამა ძალიან მაღალ დონეზე სრულდება (სხვადასხვა მაჩვენებლების მონიტორინგისა და შეფასების მიხედვით). ავტორიტეტული საერთაშორისო ექსპერტების გათვლებით პროგრამა 2023-24 წლისთვის დასრულდება, მაშინ როდესაც სხვა ქვეყნები, მათ შორის ის 12 ქვეყანა, რომლებიც ასევე მუშაობენ C ჰეპატიტის ელიმინაციის პრობლემაზე, ამის გაკეთებას მოახერხებენ ყველაზე უკეთეს შემთხვევაში 2030 წლისთვის, ან კიდევ უფრო გვიან. ასე, რომ ნუ ვიქნებით „რომის პაპზე მეტი კათოლიკეები. პროგრამის დაწყებიდან ოთხი წლის თავზე სულ გამოკვლეულია 1 750 000 პირი (მთელი მოზრდილი მოსახლეობის 62%), გამოვლენილია 82 ათასი ქრონიკული C ჰეპატიტით ავადმყოფი (სამიზნის 61%), ნამკურნალებია 65 ათასი პაციენტი (სამიზნის 51%) და განკურნებულია ნამკურნალები პაციენტების 98,7%. ეს მაჩვენებლები გაცილებით აღემატება ნებისმიერი სხვა ქვეყნის, მათ შორის იმ 12 ქვეყნის ვინც მუშაობს ელიმინაციაზე, ანალოგიურ მაჩვენებლებს",- აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

პროფესორი კვლევების დაფინანსებაზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ სოციალურად დაუცველი პირებისთვის მკურნალობა თავიდანვე უფასო იყო.

„სოციალურად დაუცველი პირებისთვის მკურნალობა თავიდანვე უფასო იყო, ხოლო დანარჩენებისთვის თანაგადახდა მინიმალური. აღსანიშნავია, რომ ფინანსური ბარიერის მთლიანად მოხსნას დიდი გავლენა არ მოუხდენია პაციენტების პროგრამაში ჩართვაზე. ზრდა არის, მაგრამ მცირე. რაც შეეხება დანარჩენ ფაქტორებს, გაითვალისწინეთ, რომ C ჰეპატიტის, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ქრონიკული ინფექციის ელიმინაციის გამოცდილება მსოფლიოში 2015 წლამდე არ არსებობდა და ყველაფერი თავიდანვე მზად როგორ იქნებოდა? C ჰეპატიტის მკურნალობა 2015 წლამდე მხოლოდ ერთეულ სპეციალიზირებულ კლინიკებში ხდებოდა. საყოველთაო სკრინინგის და პირველადი ჯანდაცვის რგოლსა და ზიანის შემცირების ქსელში გამარტივებული მიდგომებით დიაგნოსტიკის და მკურნალობის დანერგვას სერიოზული ძალისხმევა სჭირდებოდა (სამთავრობო დადგენილებები, სამედიცინო პერსონალის მომზადება და გადამზადება, მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა, ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფა და სხვ.) და ბუნებრივია, დრო დასჭირდა. 2018 წლიდან ქვეყანაში დაინერგა ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური პროექტი - სამი დაავადების (C ჰეპატიტის, აივ/შიდსი და ტუბერკულოზი) ინტეგრირებული სკრინინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით და სხვ. C ჰეპატიტის საყოველთაო უფასო სკრინინგი დღესაც ბევრ ქვეყანაში არ ხდება, ხოლო C ჰეპატიტით პაციენტების აქტიური გამოვლენა, მათ შორის კარდაკარ ჩამოვლით, დღემდე მხოლოდ საქართველოში და კიდევ შეიძლება 1-2 ქვეყანაში ხორციელდება.

აი, ასეთია სინამდვილე საქართველოს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის შესახებ - პროექტის, რომელიც საქართველოსა და აშშ -ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის საუკეთესო მაგალითია, რომელმაც უდიდესი სიკეთე მოუტანა ქართველ ხალხს და რომლის შედეგებიც ოქროს ასოებით ჩაიწერება მედიცინის ისტორიაში",- ამბობს პროფესორი თენგიზ ცერცვაძე.

https://www.facebook.com/notes/%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%97%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%93%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98infectious-diseases-and-aids-center/%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%9A%E1%83%94-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%A1-c-%E1%83%B0%E1%83%94%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%91/2512688432334871/