“ქართული ოცნების” დეპუტატების ნაწილმა განაცხადა, რომ ნიკა მელიას შემცვლელის, ბადრი ბასიშვილის წინააღმდეგები არიან

“ქართული ოცნების” დეპუტატების ნაწილმა განაცხადა, რომ ნიკა მელიას შემცვლელის, ბადრი ბასიშვილის წინააღმდეგები არიან

„ქართული ოცნების“ დეპუტატების ნაწილმა დააფიქსირა პოზიცია, რომ ნიკა მელიას შემცვლელის, ბადრი ბასიშვილის წინააღმდეგები არიან.

„ვიცი, რომ ჭავჭავაძეები და ჯავახიშვილები არ ჰყავთ სიაში, მაგრამ სია იმას ნიშნავს, ბასიშვილის გარდა, სხვებიც არიან იმ სიაში, კეთილი ენებათ და სხვა წარმოედგინათ. აუცილებელი არ არის ვცნოთ ბასიშვილის უფლებამოსილება”, – აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კარლო კოპალიანმა.

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა ალექსანდრე ქანთარიამ მოითხოვა, რომ კენჭისყრა გადადონ.

„კენჭისყრა დღეს არ ჩავატაროთ, შემდეგ ჩავატაროთ და ამით ჩვენი გარკვეული პოზიცია გამოვხატოთ. ის კაცი მათი სიის ნომერია და შემოვა, გასაგებია. ამაზე არ მაქვს საუბარი”, – აღნიშნა ნუკრი ქანთარიამ.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ მამუკა მდინარაძემ განმარტა, რომ ის კოლეგებს პათოსში ეთანხმება, რომ ბადრი ბასიშვილი დეპუტატობას არ იმსახურებს, თუმცა, კენჭისყრას ვერ გადადებენ.

მდინარაძემ ისიც განმარტა, რომ თავად „ნაციონალურ მოძრაობასაც“ არ შეუძლია უარი თქვას ბადრი ბასიშვილის წარდგენაზე. დეპუტატობაზე ბასიშვილმა თვითონ უნდა თქვას უარი.

ცნობისთვის, პარლამენტში “ნაციონალური მოძრაობის” წევრს ნიკა მელიას ბადრი ბასიშვილი შეცვლის. ნიკა მელიას დეპუტატის უფლებამოსილება 2019 წლის 12 დეკემბერს შეუწყდა.