სტურუას დაბრუნება (video)

სტურუას დაბრუნება (video)

რობერტ სტურუა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში ბრუნდება. ამის შესახებ რეჟისორმა სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე დაწერა.
"გადავწყვიტე! მოვდივარ! თეატრი არც უფერული მსახიობის ზალიკოს კუთვნილებაა, არც - ოლივერის და არც პატარა ტკიპების, მართველმა როგორც მურმანივით შეასია თეატრს. მოვდივარ! ეს თეატრი ილიას, აკაკის, იაკობის დაარსებულია და კოტეს ვნებები, ახმეტელის სისხლი, დოდოს თეატრალობა, მიშას ერთგულება მაიძულებს, ამ უზურპატორებს გავუსწორდე. ამ თეატრში მეც ვმუშაობდი და ჩემი ვალია, არ მივატოვო ჩემი სახლი, სადაც 50 წელი გავატარე. ხოლო იმ ვითომ ინტელექტუალურ რაჟისორებზე მეტი ნამდვილად წამიკითხავს. ერთი წიგნით მეტი მაინც. და იმ ნიჭიერ მსახიობებს, ვისი ხელფასი ბევრად დაბალია, ვიდრე - უნიჭო არტისტების, ნამდვილად ვუშველი. ბოლოს და ბოლოს, ეს რუსთაველის თეატრია! ქართველების ერთადერთი თეატრი, სამწუხაროდ!"-წერს სტურუა. 
რობერტ სტურუა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან ქსენოფობიური განცხადებების მოტივით, კულტურის მაშინდელი მინისტრის, ნიკა რურუას ბრძანებით გაათავისუფლეს. ბრძანებას ნიკა რურუამ 2011 წლის 15 აგვისტოს მოაწერა ხელი.