სემეკმა  ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს  2020 წლის პირველივე საჯარო სხდომაზე 186 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

სემეკმა  ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს  2020 წლის პირველივე საჯარო სხდომაზე 186 ათას ლარზე მეტი ჩამოაწერა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 2020 წლის 16 იანვრის საჯარო სხდომაზე ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, სასმელი წყლის მომხმარებლებსა და კომუნალური მომსახურების კომპანიებს შორის არსებული სადავო საკითხები განიხილა. მათი უმეტესობა მომხმარებელთა სასარგებლოდ დაკმაყოფილდა. კომისიის მიერ საჯარო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებების შესაბამისად, ჩამოწერილი თანხების ჯამმა 186 677 ლარი შეადგინა.  

საჯარო სხდომაზე განხილული საჩივრები კომუნალური მომსახურების კომპანიების წინააღმდეგ მოიცავდა უსაფუძვლოდ დარიცხულ თანხებს, ხანდაზმულ დავალიანებებს, გამანაწილებელ ქსელებზე მიერთების პროცედურებსა და ვადებს, კომპანიების დადგენილებებს ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნობის თაობაზე.  

სადავო საკითხები განსახილველად წარადგინეს სემეკის მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა.

სემეკი შეახსენებს ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და სასმელი წყლის მომხმარებლებს, თუ  ადგილი აქვს მათი უფლებების დარღვევას კომუნალური მომსახურების კომპანიების მხრიდან, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს.  კონსულტაციების მიღება შესაძლებელია როგორც ქოლ ცენტრში ნომერზე 16 216, ასევე  სემეკის Facebook გვერდზეც.