როგორ მოვამზადოთ ქათმის სალათა მანდარინით

როგორ მოვამზადოთ ქათმის სალათა მანდარინით

ინგრედიენტები

ქათმის ფილე - 300 გ

კვერცხი - 2 ცალი

მანდარინი - 2 ცალი

ვაშლი - 2 ცალი

სალათის ფოთოლი - 5 ცალი

მაიონეზი - გემოვნებით

მარილი - გემოვნებით

პილპილი - გემოვნებით

მომზადების წესები

ქათმის ფილე მოხარშეთ მარილწყალში,გააციეთ და დაჭერით კუბებად.

მოხარშეთ კვერცხი მაგრად, ცილა დაჭერით პატარა ნაჭრებად, ხოლო გული მოსართავად შეინახეთ.

გარეცხეთ და გაასუფთავეთ ვაშლი და დაჭერით კუბებად. გაითვალისწინეთ, უმჯობესია მწვანე ვაშლის გამოყენება.

მანდარინი გაფრცქვენით და დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად.

აურიეთ ყველა ინგრედიენტი, დაუმატეთ მარილი, პილპილი და მაიონეზი.

სალათის ფოთლები დადეთ თეფშზე, მოათავსეთ მასზე სალათა და ზემოდან მოაყარეთ გახეხილი კვერცხის გული.