„თეა წულუკიანს ვერ შეაშინებს მანიაკი სააკაშვილის ბინძური ბრალდებები და სააკაშვილი აუცილებლად წარსდგება მართლმსაჯულების წინაშე“

„თეა წულუკიანს ვერ შეაშინებს მანიაკი სააკაშვილის ბინძური ბრალდებები და სააკაშვილი აუცილებლად წარსდგება მართლმსაჯულების წინაშე“

ჟურნალისტი ბონდო მძინარიშვილი, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ბრალდებას სოციალური ქსელით ეხმაურება, სადაც სააკაშვილი იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის მამაზე საუბრობს და ამტკიცებს, რომ მისი მოსამართლეობის პერიოდში ადამიანებს სიკვდილით სჯიდნენ.

„სააკაშვილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ გარეწარია!

თეა წულუკიანის მამა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ მუშაობდა 1991-1997 წლებში.

1990 წლის ნოემბრიდან საქართველოს პირველი პირი იყო ზვიად გამსახურდია, რომელმაც სიკვდილით დასჯაზე მორატორიუმი გამოაცხადა და 1990 წლიდან საქართველოში სიკვდილით არავინ დაუსჯიათ. რასაკვირველია, იყვნენ სიკვდილმისჯილები, რადგან იმ დროისთვის სიკვდილით დასჯა გაუქმებული არ იყო, - 1995 წელს მიღებული კონსტიტუციით გაუქმდა.

1990-1995 წლებში სასჯელის უმაღლესი ზომა - სიკვდილით დასჯა გამოჰქონათ, რადგან კანონმდებლობა ითვალისწინებდა და მოსამართლეს ან უნდა გამოეტანა სასიკვდილო განაჩენი, ან საერთოდ გაეთავისუფლებინა განსასჯელი. ამიტომ, კანონმდებლობის ჩარჩოებიდან ვერ გავიდოდნენ, თუმცა მორატორიუმი გამორიცხავდა განაჩენის აღსრულებას.

ვიმეორებ: თეა წულუკიანის მამის უზენაეს სასამართლოში მუშაობის დროს სიკვდილით არავინ დაუსჯიათ! არავინ!

და ეს ძალიან კარგად იცის სააკაშვილმა, მაგრამ ეს მანიაკი ძალიან არის შეშინებული და ამიტომ განწირული ლანძღავს თეა წულუკიანს და ათასგვარ სიბინძურეს ამბობს მისი მისამართით.

თეა წულუკიანს ვერ შეაშინებს მანიაკი სააკაშვილის ბინძური ბრალდებები და სააკაშვილი აუცილებლად წარსდგება მართლმსაჯულების წინაშე.

დიახ, სააკაშვილი აუცილებლად დაისჯება!“ - წერს ბონდო მძინარიშვილი.