სახლში გამომცხვარი თხელი ლავაში. მაღაზიაში ასეთს ვერ იყიდი!

სახლში გამომცხვარი თხელი ლავაში. მაღაზიაში ასეთს ვერ იყიდი!

ინგრედიენტები


მშრალი საფუარი - 1 ჩ/კ


მარილი - 1 ჩ/კ


შაქარი - 0,5 ჩ/კ


ზეთი - 1 ს/კ


თბილი წყალი - 1 ჭიქა


ფქვილი - 3 ჭიქა


მომზადების წესი:


მოზილეთ ჩამოთვლილი ინგრედიენტებისგან ელასტიკური ცომი, გაყავით 20-16 გუნდად (რაოდნობა დამოკიდებულია ტაფის დიამეტრიც სიდიდეზე). გადააფარეთ ცომს ჩაის ტილო და გააჩერეთ 20 წუთი. შემდეგ გააბრტყელეთ თხლად და ხელითაც გაწელეთ, რაც შეიძლება თხელი ფირფიტა რომ მიიღოთ.


შეწვით რამდენიმე წამი გახურებულ, უცხიმო ტაფაზე ორივე მხრიდან. გადმოიღეთ შემწვარი ლავაში წინასწარ გამზადებულ ზედირზე და მოაპკურეთ ჯერ კიდევ ცხელ ლავაშს წყალი, გადააფარეთ ცელოფანი. ასე გაიმეორეთ თითოეულ ლავაშზე. (წყლის მოპკურება აუცილებელია, რათა ლავაში არ გამოშრეს).