„ათასობით გადარჩენილი სიცოცხლე არაა ჩავარდნა!“ – ექსპერტი ამირან სალუქვაძე „ცე“ ჰეპატიტის პროგრამას ეხმაურება

„ათასობით გადარჩენილი სიცოცხლე არაა ჩავარდნა!“ – ექსპერტი ამირან სალუქვაძე „ცე“ ჰეპატიტის პროგრამას ეხმაურება

საქართველოს საჰაერო ძალების ყოფილი სარდალი, სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე, ე.წ. ოპოზიციის მხრიდან „ცე“ ჰეპატიტის პროგრამის „ჩავარდნად“ მონათვლის მცდელობას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

„C-ჰეპატიტის პროგრამას არ ვთვლი ჩავარდნილად.

ვიცნობ გადარჩენილსაც და ვინც ავადაა და არ მიდის, ისეთსაც.

ჩემი უფროსი მეგობარია, გენერალი, გადადებული იყო, ფაქტიურად, ისეთ მძიმე ფორმაში ჰქონდა.

განიკურნა 100%-ით. ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს. ფეისბუქის აქტიური მომხმარებელია. თუ გადაწყვეტს, თვითონ დაწერს. ასეთი გადარჩენილი ათასობითაა და მათი სიცოხლე შეუფასებელია.

რაც შეეხება წამლებს. ვიფიქრე თავისით აღმოაჩინეს. თურმე აუდიტის სამსახურმა გამოავლინა ეს ფაქტი.

500 მილიონისაა (ამერიკული ფასებით) თუ ხუთჯერ ან ათჯერ ნაკლების, ჩემთვის მაინც ბევრია.

ოღონდ ერთია იყო თუ არა დარღვევები, მეორეა პროგრამის ჩავარდნა. ჩავარდნად მონათვლა, უფრო პოლიტიკური მიზნით ხდება და ესაა გამაღიზიანებელი, როცა კარგის აღიარება არ შეგიძლიათ.

ათასობით გადარჩენილი სიცოცხლე არაა ჩავარდნა.

ჩავარდნად გამოცხადების ნაცვლად, მიყევით აუდიტის მასალებს და კონტროლზე აიყვანეთ მსვლელობა.

ორიენტირებულები ვართ ყველაფრის გაბანძებაზე, როგორც უყვარს ზოგს ეს სიტყვა, და არა არსებულის გაუმჯობესებაზე, ანუ განვითარებაზე.

კარგი კარგად აღიარე და უკეთესი შემომთავაზე. ამ პრობლემაზე ცალკე დავწერ, ნაახალწლევს“ – წერს სალუქვაძე.