სააკაშვილი:

სააკაშვილი: "ქუთაისის აეროპორტი რომ გავხსენი, ახლა თავბედს ვიწყევლი"

საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილის აზრით, როდესაც სახელმწიფო ვერ ასაქმებს საკუთარ ხალხს საკუთარ ქვეყანაში, ის ხალხი პრაქტიკულად უცხოეთის იაფი მუშახელი ხდება.

„ფოთის აეროპორტი იმავე დღეს გაჩერდა, რაც ესენი მოვიდნენ. ისევე, როგორც გაჩერდა ანაკლია. კიდევ კარგი, მოვასწარი და ქუთაისის აეროპორტი გავხსენი, მაგრამ თავბედს ვიწყევლი, იმიტომ , რომ იმის ნაცვლად, რომ ეს იმედის აეროპორტი ყოფილიყო, ინვესტიციების შემოსვლის აეროპორტი, მიზის ვიღაც გამოშტერებული ავსტრიელი ოფიცერი და Face-კონტროლს მიკეთებს. სინამდვილეში, სწორია ის კაცი, თავს მიგრანტებისგან იცავს“, - თქვა სააკაშვილმა "მთავარი არხის" ეთერში".

სოციალისტი კაცო ვერ გავიგე ამან რა აეროპორტი გახსნა ქუთაისში? აეროპორტი არის კოპიტნარში, რომელიც იყოს სულ რაც თავი მახსოვს! ახალგაზრდა კაცი რომ ვიყავი (80-იანი წლები), რამდენ გოგონას დავხვდი და გავაცილე მაგ აეროპორტიდან ახლა სათვალავი არეული მაქვს! მე თითონ გავფრინდი ერთხელ ქუთაისიდან ვორონეჟში და მერე ჩამოვფრინდი! რა ხდება, რაშია საქმე, ნაღდად ვერ გავიგე?! ამის დროს შენობა ან ტუალეტი თუ შეარემონტეს ან გამოცვალეს ეს არის აეროპორტის გახსნა?!
5 წლის უკან