აფხაზეთში დე-ფაქტო პრეზიდენტის გადადგომას ასობით ადამიანი ითხოვს

აფხაზეთში დე-ფაქტო პრეზიდენტის გადადგომას ასობით ადამიანი ითხოვს

ასობით ადამიანი აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის აგარაკთან შეიკრიბა და რაულ ხაჯიმბას გადადგომას ითხოვს. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, შენობას შეიარაღებული სამართალდამცველები იცავენ. მანამდე ხაჯიმბამ ოპოზიციის ლიდერთან ასლან ბჟანიასთან მოლაპარაკებები გამართა და პირობა დადო, რომ გადაგომის შესახებ გადაწყვეტილებას მალე გააჟღერებს.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ სოხუმში რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი ჩავიდა. მისი ვიზიტის მიზანი დაძაბულობის განმუხტვაა. დღესვე დე ფაქტო ცესკოს თავმჯდომარე თამაზ გოგიამ განაცხადა, რომ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები აფხაზეთში 22 მარტს გაიმართება.