14 იანვრამდე საქართველოში წვიმა, თოვლი და ქარბუქი იქნება

14 იანვრამდე საქართველოში წვიმა, თოვლი და ქარბუქი იქნება

გარემოს ეროვნულ სააგენტოს ინფორმაციით, 14 იანვრამდე, საქართველოში წვიმა, მაღალმთაში თოვლი, ზოგან ძლიერი ნისლი და ქარბუქი იქნება. ზღვაზე კი მოსალოდნელია 2-3 ბალიანი ღელვა.

ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.