შოთა ხიზანიშვილს ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს და თბილისის ვიცე-მერს ხიზანიშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილის და 158-ე მუხლის შესაბამისად წარედგინა, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბებას და ტექნიკური საშუალებით მოპოვებული ინფორმაციის უკანონო მოპოვებას, გამოყენებას ან გავრცელებას გულისხმობს. პირველი ბრალდება სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას, ან ჯარიმას, ხოლო - მეორე ბრალდება 2-5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სასამართლო პროცესი ბრალის წარდგენიდან 24-საათიან ვადაში უნდა გაიმართოს.