ჩაერთვება თუ არა ინტერპოლი დათა ახალაის დაკავების საქმეში(VIDEO)

ჩაერთვება თუ არა ინტერპოლი დათა ახალაის დაკავების საქმეში(VIDEO)

ჩაერთვება თუ არა ინტერპოლი დათა ახალაის დაკავების საქმეში. მთავარი პროკურორი ამბობს, რომ ქართული მხარე ინტერპოლს იმ შემთხვევაში მიმართავს, თუ სასამართლო კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ უფროსს აღმკვეთ ღონისძიებას შეუფარდებს. ვინაიდან ახალაია საქართველოში არ იმყოფება, მას ბრალს სავარაუდოდ ორშაბათს, დაუსწრებლად წაუყენებენ. მას ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ედება. განცხადება ამის შესახებ მთავარმა პროკურორმა მეცხრე არხის პირდაპირ ეთერში გააკეთა, ის გადაცემა „მთავარი კითხვის" სტუმარი იყო. არჩილ კბილაშვილის თქმით, მოწმეები ჩვენებებში ცალსახად მიუთითებენ, რომ გარკვეული ქმედებები ახალაიას უშუალო დავალებით და მონაწილეობით ხორციელდებოდა. ერთ-ერთი ეპიზოდი ინფორმაციის უკანონო მოპოვებას ეხება, გარდა ამისა მისი ბრალეულობა იკვეთებაივანიშვილის დაცვის წევრის, ბესიკ სურმავას გადაბირებაშიც.