7 შეცდომა, რომელიც არ უნდა დაუშვათ გოზინაყის კეთებისას

7 შეცდომა, რომელიც არ უნდა დაუშვათ გოზინაყის კეთებისას

თაფლი აჯობებს შეარჩიოთ აკაციის (მაისის) იყოს და არა მაგალითად, წაბლის. ის თავისებურ გემოს მისცემს გოზინაყს და ნიგვზის არომატსაც დაუკარგავს.

თუ გინდათ, რომ ნიგოზმა არ დაკარგოს არომატი, გაფცქვნის მიზნით არ დაასხათ მდუღარე წყალი (ბევრი ამ მეთოდს მიმართავს, რათა ნიგოზს კანი ადვილად მოაცილოს)

თუკი გოზინაყის კეთებისას ნიგვზის მოხალვას აპირებთ, აჯობებს, მთლიანი ლებნები მოხალოთ და მერე დაჭრათ, წინააღმდეგ შემთხვევაში დაჭრილი ნიგოზი შეიძლება ადვილად დაგეწვათ.

ნუ უგულებელყოფთ შაქრის დამატებას გოზინაყის გაკეთებისას. შულ რამდენიმე კოვზი შაქარიც კი გოზინახს შეკრავს და თაფლი და ნიგოზი ცალ-ცალკე აღარ წავა.

თაფლისა და ნიგვზის უკვე მზა მასა არავითარ შემთხვევაში არ გადაიტანოთ პლასტიკატის დაფაზე. ამისთვის მხოლოდ ხის ფიცარი გამოიყენეთ.

ნუ დაელოდებით გოზინაყის გაგრილებას, ფიცარზე გადატანილი მასა მაშინვე გააბრტყელეთ და დაჭერით.

დაბოლოს, ფიცარი, გასაბრტყელებელი, დანა, რომლითაც გოზაინაყს დაჭრით და ლანგარი, რომელზეც საბოლოოდ უნდა დაალაგოთ დაჭრილი გოზინაყი – ყველა ეს ატრიბუტი უნდა იყოს სველი.