ყველაზე გემრიელი ხაჭაპურის რეცეპტი

ყველაზე გემრიელი ხაჭაპურის რეცეპტი

ინგრედიენტები

თბილი წყალი - 150 მლ

შაქარი - 2 ჩ/კ

მშრალი საფუარი - 2 ჩ/კ

რძე - 100 მლ

კარაქი - 30 გ

კვერცხი - 1 ცალი

მარილი - 1 ჩ/კ

ფქვილი - 500 გ

სულგუნი ან სხვა რბილი ყველი - 600 გ

კვერცხის გული - ზემოდან წასასმელად

მომზადების წესები

მოვამზადოთ ცომის საფუძველი: წყალი ოდნავ შეათბეთ, დაუმატეთ 2 ჩაის კოვზი შაქარი და კარგად აურიეთ. დაუმატეთ საფუარი, გადააფარეთ საკვების შესაფუთი ცელოფანი ან ჩაის ტილო და გააჩერეთ 30 წუთი.

რძე ოდნავ შეათბეთ, კარაქი გაადნეთ მიკროტალღურ ღუმელში. დიდ ჯამში ჩაცერით ფქვილი, დაუმატეთ მარილი და კვერცხი, თბილი რძე და გამდნარი კარაქი.

ფქვილის მასას დაუმატეთ ცომის საფუძველი, საფუვრიანი მასა და მოზილეთ ცომი. ზილეთ ცომი დაახლოებით 5-10 წუთის განმავლობაში, სანამ ელასტიკურ მასას არ მიიღებთ.

მომზადებულ ცომის გუნდას წაუსვით ზეთი, მოათავსეთ ღრმა ჯამში და გადააფარეთ ჩაის ტილო. გააჩერეთ 2 საათი.

სანამ ცომი გაფუვდება, გახეხეთ ყველი მსხვილ სახეხზე.

გაყავით ცომი 3 ნაწილად. სათითაოდ გააბრტყელეთ და ჩადეთ გულში გახეხილი ყველი (დაახლოებით 150 გ). მოაგროვეთ კიდეები და მოუკარით შუაში თავი.

გადააბრუნეთ შეკრული თავით დაბლა და კვლავ გააბრტყელეთ. იმისათვის, რომ ხაჭაპურის შუაში ჰაერი არ დარჩეს, დაჩხვლიტეთ ჩანგლით რამდენიმე ადგილას. ზემოდან წაუსვით ათქვეფილი კვერცხის გული.

გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსზე, გადაიტანეთ ხაჭაპური "ჟარონაზე", მოაყარეთ ზემოდან გახეხილი ყველი და აცხვეთ 8-10 წუთის განმავლობაში, შემდეგ მოუმატეთ ტემპერატურას მაქსიმუმადე და გააჩერეთ კიდევ 5 წუთი.

მიირთვით ცხელ-ცხელი.