არჩილ თალაკვაძე:  ჩვენი პრაგმატული, მშვიდობიანი პოლიტიკით, ოკუპაცია აუცილებლად დასრულდება

არჩილ თალაკვაძე:  ჩვენი პრაგმატული, მშვიდობიანი პოლიტიკით, ოკუპაცია აუცილებლად დასრულდება

ჩვენი პრაგმატული, მშვიდობიანი პოლიტიკით, აუცილებლად დასრულდება ოკუპაცია, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, საოკუპაციო რეჟიმი და რუსეთის ფედერაცია ადამიანების ელემენტარული პირობების მოგვარებასაც კი ვერ ახერხებს.

„არავითარი პერსპექტივა არ აქვს ამ ოკუპაციას. წლიდან წლამდე უარესდება ჩვენი მოქალაქეების მდგომარეობა საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს. ამიტომ ეს ოკუპაცია არის დროის წინააღმდეგ, საერთაშორისო სამართლის წინააღმდეგ. ჩვენი პრაგმატული, მშვიდობიანი პოლიტიკით, აუცილებლად დასრულდება ოკუპაცია“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.