არჩილ თალაკვაძე პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე შესაძლო დანიშვნის შესახებ ინფორმაციას უარყოფს

არჩილ თალაკვაძე პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე შესაძლო დანიშვნის შესახებ ინფორმაციას უარყოფს

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე შესაძლო გადანაცვლების შესახებ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ “ასეთი რამ არ განიხილება”.

თალაკვაძემ ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ, რომლის მიხედვითაც, მომავალ წელს პრემიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას შემცვლელად სწორედ მისი კანდიდატურა განიხილება, აღნიშნა, რომ ინფორმაცია არასწორია.

“არასწორია და არ განიხილება ასეთი რამ”, – განაცხადა თალაკვაძემ.