"შეწყალება როგორ დაწერაო, ამბობთ... არა ბიჭო, ყველას მაგივრად მოიკლავდა თავს" – ნინო კვაჭანტირაძე ვაჟა ექიმის გათავისუფლებაზე

ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში ვაჟა ექიმის გათავისუფლების საკითხს გამოეხმაურა და თქვა რომ ექიმი ყველას მაგივრად თავს ვერ მოიკლავდა.

"აიი, ვისაც გერჩივნათ ვაჟა ექიმი თქვენი გადმოსასვენებლი ყოფილიყო და მერე გეყვირათ და გეთავცემათ, ჰოჰო-ჰოოოო და ნწ, ნწწწწწწწ-წწწწწ გეძახათ, გეგინებინათ და გეფურთხებინათ ხელისუფლებისთვის, ზუსტად ის ხალხი ამბობთ - შეწყალება როგორ დაწერაოოო, არა, ბიჭოო, ყველას მაგივრად მოიკლავდა თავს, თქვენ ხომ მკვდრები ცოცხლებზე მეტად გიყვართ და გმირობა უკანალის ჩვენება გგონიათ!

ვაჟა ექიმი დიდი კაცია, ღირსეული კაცია და ცხოვრებაც მშვენიერია ასეთი კაცები რომ არსებობენ!!

წერტილი და თვალიც ჩაგიკარით!!!"- წერს კვაჭანტირაძე.