გია ვოლსკი: ივანიშვილის შვილთაშვილებიც ვერ ამოიღებენ იმ თანხას, რასაც ის ქართულ ეკონომიკაში დებს

გია ვოლსკი: ივანიშვილის შვილთაშვილებიც ვერ ამოიღებენ იმ თანხას, რასაც ის ქართულ ეკონომიკაში დებს

"საქართველოში დიდ ფულს ხარჯავს... მაგის (ივანიშვილის) შვილიშვილების შვილები ვერ ამოიღებენ იმ თანხას, რასაც ბიძინა ივანიშვილი დებს ქართული ეკონომიკის, განათლების სფეროში, გარემოს დაცვის სფეროში და ძალიან ბევრ პროექტში. "

ამბობს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ჟურნალისტებთან საუბარში. Bloomberg-ის მონაცემებით, ბიძინა ივანიშვილი 525 მილიონით აშშ დოლარით გამდიდრდა და ახლა მისი ქონება 5,25 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. ივანიშვილი მსოფლიოს მილიარდერთა სიაში 374-ე ადგილზეა.