ლელა ფირალიშვილი:

ლელა ფირალიშვილი: "მთავარი პოლიტიკური ძალები იდეოლოგიურ კრიზისში არიან"

"პიარტექნოლოგიიის თვალსაზრითი, ქართულ პოლიტიკის მთავარმა აქტორებმა მთელი წლის განმავლობაში ახალი და კრეატიული ვერაფერი შესთავაზეს საზოგადოებას და ფაქტია, რომ ისინი ურთულეს იდეოლოგიურ კრიზისში არიან" - ასე აფასებს კულტურულოგი, პროფესორი ლელა ფირალიშვილი 2019 წელს ოპოზიციისა და პოზიციის ნაბიჯებს პოლიტიკაში.

"ქართულ პოლიტიკურ სავრცეში მხოლოდ ორი პოლიტიკური ძალა ჩანს, დანარჩენი მათთან აფილირებულია, მაგრამ ქართული პოლიტიკის ამ მთავრმა მოთამაშეებმა - "ქართულმა ოცნებამ" და "ნაციონალურმა მოძრაობამ" - პოლიტტექნოლოგიის თვალსაზრისით ახალი და კრეატიული ვერაფერი შესთავაზეს საზოგადოებას.

"მთელი წლის მანძილზე მათი პოლიტტექნოლოგია მდგომარეობდა მხოლოდ აგრესიის მოგერიებაში უფრო მძაფრი აგრესიით. შესაბამისად, ისინი დღეს ურთულეს იდეოლოგიურ კრიზისში არიან.

"მთელი წლის მანძილზე განსაკუთრებული სიმძაფრე შეიმჩნეოდა საინფორმაციო ველშიც, კერძოდ, სატელევიზიო და ინტერნეტ გამოცემებში. ბეჭდური მედია ამ თვალსაზრისით თავის "არისიტოკრატულ სახეს" მეტნაკლებად ინარჩუნებდა. საინფორმაციო ეპოქაში კი ვცხოვრობთ, მაგრამ ამ სივრცეს სჭირდება დალაგება და დასუფთავება, რადგან დიდი ანტისანიტარიაა.

"ფაქტია, რომ ჩვენ თვითონ საზოგადოება ჩავერთეთ თვითგანადგურების პროგრამაში გაზვიადებული განწყობებით უარყოფითი ინფორმაციისადმი და ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ მხოლოდ პოლიტიკური ინეტერესის გარშემო ვცხოვრობთ და კვაზი პოლიტიკური შოუებით ვიკვებებით. ვაგრძელებთ ერთმანეთისადმი ტალახის სროლას და ვერ ვხვდებით, რომ ეს ტალახი ჩვენი გარემო ხდება. რაც შეეხება გამოსავალს, ისეთი ინერცია აქვს ამ საინოფრმაციო სივრცეს, განსაკუთრებით უარყოფითი ინფორმაციის ტრანსლირებას, რომ რჩევაც კი შეუძლებელია" - განაცხადა "რეზონანსთან" ლელა ფირალიშვილმა.