ჟურნალისტები იტყუებიან - მაჭავარიანი მამუკა ბახტაძის უცენზუროდ მოხსენიებას უარყოფს

ჟურნალისტები იტყუებიან - მაჭავარიანი მამუკა ბახტაძის უცენზუროდ მოხსენიებას უარყოფს

ფინანსთა მინისტრი ვანო მაჭავარიანი ჟურნალისტებთან საუბარში უარყოფს, რომ ყოფილი პერმიერი მამუკა ბახტაძე უცენზურო ეპითეტით მოიხსენია.

„ტელევიზიებმა დაგროვილი ვალები გადაიხადონ და თუ უნდათ, გააგრძელონ ტყუილების მოყოლა“, - ივანე ივანე მაჭავარიანი.

გავრცელებული ინფორმაციით, ფინანსთა მინისტრმა ბახტაძე უტრ... ო მინისტრად მოიხსენია.

მინისტრმა ეს ფრაზა მედიასთან დახურულ შეხვედრაზე თქვა.

შეგახსენებთ, პირველი ოქტომბრიდან მოყოლებული დავალიანების გადაუხდელობის გამო ინკასო „რუსთავი 2“-ს, „ტვ პირველსა“ და „კავკასიას“ დაედო. საკითხის განსახილველად ფინანსთა სამინისტროში დღეს „ტვ პირველის“ გენერალური დირექტორი ინგა გრიგოლია, „კავკასიის“ გენერალური დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი და რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნათია კუპრაშვილი მივიდნენ. ინგა გრიგოლიამ შეხვედრა პროტესტის ნიშნად, დაწყებიდან 15 წუთში დატოვა.