ბაკურ სვანიძე ნიკა გვარამიაზე:  “ის არის ქვეყნის მთავარი “ტროლი” და ამის კლასიკური ნიმუში!”

ბაკურ სვანიძე ნიკა გვარამიაზე:  “ის არის ქვეყნის მთავარი “ტროლი” და ამის კლასიკური ნიმუში!”

პირველი რესპუბლიკის მოედანზე დადგმულ საახალწლო ნაძვის ხეს ბოლო დროს დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

აღნიშნულზე ჟურნალისტი, ბაკურ სვანიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც ტელევიზიების ნაწილსა და ნიკა გვარამიას “ტროლებს” უწოდებს

“ტროლობის” კლასიკური ნიმუში! არ ვარჩევ აქ ახლა ვის მოგწონთ წლევანდელი “მთავარი საახალწლო ნაძვის ხე” და ვის არა… ეგ სხვა თემაა. მილიონი უნდა გადაეხადათ თუ არა, ეგეც სხვა თემაა… აქ მხოლოდ ამას ვუსვამ ხაზს – მარცხენა ფოტოზე რასაც ხედავთ, ეგ გადაიღო “მთავარმა არხმა” მანამდე, ვიდრე ჯერ კიდევ ეწყობოდა ნაძვის ხის კონსტრუქცია – და გაასაღა ეს როგორც “ქვეყნის მთავარი ნაძვის ხის” საბოლოო სახე! სინამდვილეში კი, ეს ნაძვის ხე, საბოლოოს სახით გამოიყურება ისე, როგორც მარჯვენა ფოტოზეა მოცემული… ხალხი ხომ მაინც მივა და ნახავსო? – იტყვით…

ჰო, მაგრამ რაიონები დ ან რამდენი ადამიანი ვერ ჩამოვა და ვერ ნახავს? აი, ამათზეა ეს “ტროლაობა” გათვლლილი! ამას ჰქვია სწორედ “ტროლინგი” და მართლა მაინტერსებს, რომ აქვთ ერთი ამბავი აწეული, ბიძინას მომხრეები ინტერნეტ-ტროლინგს იყენებენო, ამიხსენით რა მნიშვნელობა აქვს ინტერნეტით დატროლავ ხალხს თუ ეთერით? ქვეყნის მთავარი “ტროლი” – ნიკა გვარამიაა! – წერს ბაკურ სვანიძე