"უჩიპო პირადობის მოწმობა და პასპორტი არჩევნების გაყალბების ხერხია - ადვილია მათი ბეჭდვა"

ფრაქცია ენმ-ის თავმჯდომარე, რომან გოცირიძე, სოციალურ ქსელში, წერს:

"საკონსტიტუციო სასამართლო სიბნელის გავრცელებას უწყობს ხელს. ელექტრონული (ე.წ. ჩიპიანი) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების სავალდებულო მოქმედება შეაჩერა და პარალელურად უჩიპოების გამოყენებასაც გაუხსნა გზა. მალე ურჩხულის ნიშნების ძებნასაც დაიწყებენ და 666 ციფრების კომბინაციების აკრძალვის მოთხოვნასაც დაუჭერენ მხარს.

უჩიპო პირადობის მოწმობა და პასპორტი არჩევნების გაყალბების ერთ-ერთი ხერხიცაა, რადგან ადვილია მათი ბეჭდვა.

გამოჩნდება საბოლოო გადაწყვეტილებისას, რა მიზნით ჩაიდინა ეს."