დავით ასათიანი:  ვაჟა გაფრინდაშვილის ადვოკატები ყველა პროცედურას გადიან, რათა ექიმის უფლებები მაქსიმალურად იყოს დაცული

დავით ასათიანი:  ვაჟა გაფრინდაშვილის ადვოკატები ყველა პროცედურას გადიან, რათა ექიმის უფლებები მაქსიმალურად იყოს დაცული

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, დავით ასათიანის განცხადებით, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ადვოკატები ყველა პროცედურას გადიან, რათა ექიმის უფლებები მაქსიმალურად იყოს დაცული.

„იქ ადგილობრივი ე.წ სასამართლოს უკანონო წესებით არსებობს გასაჩივრების ეტაპები. შესაბამისად, ოჯახის გადაწყვეტილებით, ადვოკატები იმ უკანონო პროცედურებშიც კი მიიღებენ ყველა ზომას, ყველა პროცედურას გაივლიან, რომ ამოიწუროს ყველა ის შესაძლებლობა, რაც არსებობს ამ არაღიარებულ იურისდიქციაში, რათა ვაჟას უფლებების რეალიზაცია ბოლომდე განხორციელდეს. ამასთან, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ყოველდღიურ რეჟიმში საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენების თაობაზე. უფრო მეტ კონკრეტიკაში არ შევალთ, მაგრამ არსებობს გარკვეული მექანიზმები და ამაზე აქტიურად ვმუშაობთ და ვფიქრობთ. როდესაც რამე კონკრეტულ გადამწყვეტ ნაბიჯზე ჩამოვყალიბდებით, გავაკეთებთ კომენტარს აუცილებლად. იმედია, კეთილგონიერება იზეიმებს და საბოლოო ჯამში გაათავისუფლებენ ვაჟა გაფრინდაშვილს”,- განაცხადა დავით ასათიანმა.

ცნობისთვის, ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით 9 ნოემბერს დააკავეს. ვაჟა გაფრინდაშვილი ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება. 20 დეკემბერს, გაფრინდაშვილს ე.წ. სასამართლომ 1 წლით და 9 თვით პატიმრობა