საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატის, ერეკლე კუხიანიძის განცხადებით, საახალწლო განათებებისა და ნაძვის ხის გარჩევა პოლიტიკური საკითხია.
როგორც მან “2020NEWS”-თან საუბარში განაცხადა, მას არ სურს ბიუჯეტთან დაკავშირებული საკითხების განხილვა და მიიჩნევს, რომ „ქართულმა ოცნება“ ბევრი რამ გააკეთა. მისი თქმით, უნდა დაინერგოს ისეთი დემოკრატიული სისტემა, რომლის მიხედვითაც საზოგადოება პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად იქნება ჩართული , მიიღებს მონაწილეობას გადაწყვეტილებების მიღებისას რითაც შემდგომში კონკრეტული პოლიტიკოსების მიმართ ბრალდებები შემცირდება თუ რატომ არ გაკეთდა ესა თუ ის საქმე.
„დაველოდოთ ბიუჯეტის განხილვას, მე არ მინდა ბიუჯეტთან დაკავშირებულ დეტალებში შესვლა, რადგან იმდენად ბევრი კარგი კეთდება და ისეთი მიღწევები აქვს კახა კალაძეს, რომ არ მინდა იმაზე ლაპარაკი, რომ არაფერი კეთდება, ეს არ მიმაჩნია სწორად, ეს ხაბეიშვილის თემაა. რა თქმა უნდა, იდეალური არაფერია მაგრამ ვიტყოდი, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან წინ გადადგმული ნაბიჯებია. თუ ვინმე ფიქრობს, რომ რადგან გუნდის წევრი აღარ ვარ ამის გამო ყველაფერზე გავაკრიტიკებ, ეს ნამდვილად ესე არაა. მთავარი ის კი არ არის მე მომწონს თუ არ მომწონს ნაძვის ხე, მთავარი არის, რომ მე რასაც ვაკეთებდი თეთრიწყაროში, ის სისტემა დაინერგოს. ეს ითვალისწინებდა ისეთი ტიპის დემოკრატიას, როცა ხალხის მიერ არჩეული ადამიანები რჩევებს გაითვალისწინებდნენ. ეს იქნებოდაა ისეთი რჩევა, რომელსაც ვერავინ გააპროტესტებდა, ეს იქნებოდა ხალხის მიერ დანახული რეალობა და გაცემული რჩევა მაგალითად იმაზე თუ როგორი უნდა იყოს ნაძვის ხე, რა ღირებულების უნდა იყოს და ა.შ. საახალწლო განათებების და ნაძვის ხის საკითხის გარჩევა არის პოლიტიკური საკითხი. მერი ხედავს, რომ ასე უღირს. კალაძე ფიქრობს, რომ ამით ტურისტებს მიიზიდავს, ქალაქის განვითარებისთვის შეიტანს წვლილს, მაგრამ თუ ჩვენ გვინდა, რომ ადამიანები რეალურად იყვნენ ჩართულნი პროცესებში და არ იყოს შემდგომ პრეტენზიები კონკრეტულ პირებთან, თუ რატომ მიიღეს ესა თუ ის გადაწყვეტილება, სწორედ ამისთვისაა საჭირო სისტემა, რასაც მე ვთავაზობდი „ოცნებას“ და დავნერგე თეთრიწყაროში, რომელიც დაიბლოკა. ეს ინიციატივა სწორედ ის იყო, რასაც ბიძინა ივანიშვილი იძახდა საზოგადოების თვითორგანიზების შესახებ, რომლის გარეშეც როგორც თვითონ ამბობდა, ქვეყანა ვერ გადარჩება და ვერ განვითარდება, ჩვენ სწორედ ამაზე უნდა ვიფიქროთ“, - აცხადებს კუხინიაძე.