როგორ გეგმავს საპატრიარქო სუიციდთან ბრძოლას

როგორ გეგმავს საპატრიარქო სუიციდთან ბრძოლას

საპატრიარქო პარლამენტთან და ფსიქოლოგებთან ერთად ცენტრის შექმნას გეგმავს, რომელიც სუიციდის პრობლემაზე იმუშავებს - ამის შესახებ პატრიარქის მოსაყდრემ შიო მუჯირმა განაცხადა. მისი თქმით ეს უწყებები ამ პრობლემის წინააღმდეგ ერთიანად უნდა იბრძოდნენ.

„არის ასეთი აზრი - საპატრიარქოსთან ერთად შეიქმნას გარკვეული ცენტრივით, სადაც სხვადასხვა სპეციალისტი სახელმწიფო სტრუქტურებიდან, პარლამენტიდან, ფსიქოლოგებიდან გაერთიანდება და ერთად ვიფიქრებთ, თუ როგორ ვუშველოთ და ავიცილოთ თავიდან სუიციდის პრობლემა“, - განაცხადა მიტროპოლიტმა შიომ

გუშინ, 2019 წლის 26 დეკემბერს, საქართველოს საპატრიარქოში სასულიერო პირების, პარლამენტის დარგობრივი კომიტეტების, განათლებისა და იუსტიციის სამინისტროების, საპატრულო პოლიციის, მასმედიის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და ფსიქოლოგების შეხვედრა გაიმართა. .

შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს თანამედროვე ახალგაზრდებში თვითმკვლელობის მზარდ სტატისტიკაზე, მის გამომწვევ მიზეზებზე და, ზოგადად, ამ პრობლემის დასაძლევ ღონისძიებებში ეკლესიის აქტიური ჩართვის აუცილებლობის შესახებ. დაისახა გეგმები სუიციდთან ბრძოლისთვის ეკლესიის, სახელმწიფოს, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისა და ფსიქოლოგების ურთიერთთანამშრომლობის მიმართულებით.