გია ჟორჟოლიანი: ქვეყანაში სტაგნაციაა, 2019 წელს ხალხის ყოფა ვერ გაუმჯობესდა

გია ჟორჟოლიანი: ქვეყანაში სტაგნაციაა, 2019 წელს ხალხის ყოფა ვერ გაუმჯობესდა

 

პარლამენტის დეპუტატი გია ჟორჟოლიანი “2020NEWS“ -თან 2020 წლის პოლიტიკურ პროცესებს აფასებს. როგორც ჟორჟოლიანი სააგენტოსთან აღნიშნავს, ამ წლის განმალობაში ხალხის ყოფა არ გაუმჯობესებულა.

“პოლიტიკურად ყველაფერი 2020 წლის არჩევნებთან არის დაკავშირებული.  2019 წელი განსაკუთრებით გაზაფხულიდან მოყოლებული არის 2020 წლის შეადგნელი ნაწილი. 2019 წელს ხალხის ყოფა ვერ გაუმჯობესდა. პროდუქტებზე ფასები გაიზარდა.

გარკვეულ ეკონომიკურ ზრდას ადგილი ჰქონდა, რასაც მნიშვნელოვანი ცვლილება არ მოუხდენია. 2019 წელს ცალკეულ სფეროეში გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა, რამაც ქვეყანაში არსებული სტაგნაცია ვერ შეცვალა“,- განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.