ინგა გრიგოლიამ ივანე მაჭავარიანთან შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა

ინგა გრიგოლიამ ივანე მაჭავარიანთან შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა

ფინანსთა მინისტრთან შეხვედრა ტელეკომპანია „ტვ პირველის“ გენერალურმა დირექტორმა, ინგა გრიგოლიამ პროტესტის ნიშნად დატოვა.

„ამისთვის ნამდვილად ვერ ვიჯდებოდი. მინისტრი, რომელსაც დაავალეს, რომ ეს გადაწყვეტილება მიეღო, იდგა და იმის ნაცვლად,  პასუხი გაეცა, რატომ ჩაგვაყენა ასეთ უსამართლო პირობებში, გვიყვებოდა ხანგრძლივ და დაუსრულებელ ისტორიას, რატომ დაედო ვალები „რუსთავი-2“-ს, „იმედს“. ჩვენ ვუთხარით, რომ ეს არ გვაინტერესებს. ჩვენ დავბერდით ყველანი ამ პროფესიაში და ზეპირად ვიცით. გვაინტერესებს, მინისტრისგან ვითხოვდით პასუხს, რატომ ჩაგვაყენეს ასეთ უსამართლო მდგომარეობაში. მას წამოცდა საუბრის დროს, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, რომ იმ ტელევიზიებს არ გადაახდევინეს იმ პერიოდში ვალი და, როდესაც ჩვენ დავუსვით კითხვა – დაისაჯა ვინმე? ვისიც გინდათ, იმის პასუხისმგებლობა დააყენეთო. ავდექი, ჩანთა ავიღე და წამოვედი. მე არავის პასუხისმგებლობის დაყენებას არ ვაყენებ“, – აღნიშნა გრიგოლიამ.

შეგახსენებთ, შეხვედრაზე საუბარია მიმდინარე დავალიანებაზე, რომლის გამო  ტელეკომპანიებს „ტვ პირველს“, „კავკასიასა“ და „რუსთავი2“-ს ანგარიშებს ინკასო დაედო.