მაიკლ ბლუმბერგი წინასაარჩევნო შემოწირულობების მიღებაზე უარს აცხადებს

მაიკლ ბლუმბერგი წინასაარჩევნო შემოწირულობების მიღებაზე უარს აცხადებს

ნიუ-იორკის ყოფილი მერი, მაიკლ ბლუმბერგი, რომელსაც დემოკრატიული პარტიის სახელით საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა სურს, გავლენიანი სპონსორებისგან შემოწირულობის მიღებაზე უარს აცხადებს. ამის შესახებ თავის წყაროებზე დაყრდნობით ტელეარხი CNBC იუწყება.

მისი ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ბლუმბერგი 90 ბიზნესმენს შეხვდა და მათ წინასაარჩევნო კამპანიის დეტალები გააცნო. შეხვედრას ესქწრებოდნენ ინვესტორი ბლერ ეფრონი, საინვესტიციო ჯგუფ Blackstone-ის ბორდის წევრი ჯონათან გრეი, უძრავი ქონების მაგნატი უილიამ რუდინი, კონსალტინგური კომპანია Signum Global-ის დამფუძნებელი ჩარლზ მაიერსი და American Express-ის ყოფილი გენერალური დირექტორის კენ ჩენოლტის მეუღლე.

ბლუმბერგმა შეხვედრის მონაწილეებს განუცხადა, რომ წინასაარჩევნო კამპანიის თავისი ფულით ჩაატარებს, თუმცა სურს, რომ მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებმა მას ბიზნესწრეებში დაუჭირონ მხარი. ბლუმბერგის თქმით, განსაკუთრებული მუშაობაა საჭირო პენსილვანიის, ვისკონსინის, ოჰაიოსა და მიჩიგანის შტატები, სადაც 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დემოკრატები რესპუბლიკელებთან დამარცხდნენ.

ნიუ-იორკის ყოფილმა მერმა მაიკლ ბლუმბერგმა საპრეზიდენტო რბოლაში ჩართვის შესახებ ნოემბერში განაცხადა. ის კენჭს დემოკრატიული პარტიის სახელით იყრის. ბლუმბერგის თქმით, მისი მიზნების დონალდ ტრამპზე გამარჯვება და ამერიკის აღორძინებაა.