დემურ გიორხელიძე: პროდუქტებზე ფასების ზრდას ვერც მომავალ წელს შევაჩერებთ

დემურ გიორხელიძე: პროდუქტებზე ფასების ზრდას ვერც მომავალ წელს შევაჩერებთ

ეკონომიკის ექსპერტი დემურ გიორხელიძე “2020NEWS“ -თან 2019 წლის ეკონომიკურ შედეგებს აფასებს. როგორც ექსპერტი სააგენტოსთან აღნიშნავს, ბოლო წლის განმავლობაში ეკონომიკის მხრივ განსაკუთრებული არაფერი მომხდარა. მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება. 

“2019 წელს ხელისუფლების მიერ რაიმე განსაკუთრებული პროგრამა, რომელსაც მცირე და საშუალო ბიზნესის სტიმულირება შეეძლო, რელიზებული არ ყოფილა. მთავრობისთვის სწრაფი ეკონომიკური ზრდა პრიორიტეტი კვლავ ვერ გახდა.

2019 წელს ქვეყანას ტურისტული ნაკადიც მოაკლდა, რამაც ქვეყნის ეკონომიკაზე უარყოფითად იმოქმედა.

ხელისუფლება გარკვეულ პროცენტულ ზრდებზე მანიპულირებს, რაც ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას ვერ ცვლის. ეკონომიკის მხრივ  ერთ ადგილზე ვართ გაჩერებული. პროდუქტებზე ფასების ზრდას ვერც მომავალ წელს შევაჩერებთ, ეს არის რეალობა. საქართველოში არ არსებობს შედეგზე ორიენტირებული მთავრობა“,- განაცხადა დემურ გიორხელიძემ.

 

 

tngh ეს თვითმარქვია ღრმად პატივცემული ექსპერტი წინა სტატიაში ჰესების მშენებლობის აუცილებლობას უარყოფდა. ეხლა ბრძანებს, რომ ტურისტული ნაკადები შემცირდაო... ნეტაც თვიტონ თუ იცის, რა უნდა.
5 წლის უკან