ფილიპ გორდონი უკვე თბილისშია. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ქვეყანას სამდღიანი ვიზიტით ეწვია. გორდონი პარლამენტის თავმჯდომარეს, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერს და პრემიერ-მინისტრს ხვდება. ამერიკის საელჩოში აცახდებენ, რომ მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებთან შეხვედრა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ შეერთებული შტატები ამერიკა--საქართველოს ურთიერთობების გაღრმავების ერთგულია, რაც საქართველოში მიმდინარე დემოკრატიული და ეკონომიკური რეფორმების, აგრეთვე საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის განუხრელ მხარდაჭერაში გამოიხატება.