თალიბებმა ავღანელი აქტივისტები გაიტაცეს

თალიბებმა ავღანელი აქტივისტები გაიტაცეს

დაჯგუფება „თალიბანმა“ ავღანური ორგანიზაციის „სახალხო მოძრაობა მშვიდობისთვის“ 27 წევრი გაიტაცა. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მოძრაობის აქტივისტები მთელი ქვეყნის მასშტაბით მარშებს აწყობენ და ავღანეთში მძვინვარე კონფლიქტის ყველა მხარეს მოლაპარაკებებისა და მშვიდობისკენ მოუწოდებენ. აქტივისტები  ქვეყნის დასავლეთით, ფარაჰის პროვინციაში გაიტაცეს. მოძრაობის ლიდერების თქმით, მათ აქტივისტებს უკვე მეოთხედ იტაცებენ.

„თალიბანს“ მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა მანამდე განაცხადეს, რომ მოძრაობას ავღანეთის მთავრობა აფინანსებს.

„თალიბანმა“ აშშ-სთან მოლაპარაკებები განაახლა, თუმცა ამის მიუხედავად, ავღანური და საერთაშორისო  ძალების პოსტებზე თავდასხმებს არ წყვეტს.