საფრანგეთში სროლის შედეგად 3 ადამიანი დაიჭრა

საფრანგეთში სროლის შედეგად 3 ადამიანი დაიჭრა

საფრანგეთში ნიღბიანმა შეიარაღებულმა პირებმა ცეცხლი გახსნეს. შემთხვევა ქალაქ ბეზანსონში, პლანუაზის რაიონში მოხდა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

სროლის შედეგად 3 ადამიანი დაიჭრა. ერთი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია. პოლიციის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე 15-მდე ტყვიის მასრაა აღმოჩენილი. სამართალდამცველები თავდამსხმელებს ამ დრომდე ეძებენ.