აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ბელარუსში ჩავა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ბელარუსში ჩავა

2020 წლის იანვარში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ოფიციალური ვიზიტით ბელარუსს ეწვევა. ამის შესახებ Foreign Policy წერს.

გამოცემის ცნობით, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ურთიერთობებს აღრმავებს „ბოლო ქვეყანასთან, რომელიც მთლიანად მოსკოვის ორბიტაზეა" იმის ფონზე, რომ ცივი ომის შემდეგ რუსეთთან ყველაზე ცუდი ურთიერთობები აქვს.

13 დეკემბერს ბელარუსმა ნატოს სამხედრო წვრთნაში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა, თუმცა ჯერჯერობით მხოლოდ დამკვირვებლის როლში. ვრცელდება ინფორმაცია, რომ მხარეები ამ თემაზე მოლაპარაკებებს მართავენ.