საქართველოს რკინიგზის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დაჩი ცაგურია ოპოზიციის მიერ, დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხის დაწუნებას ეხმიანება.
“მგონი მეორდება “მატრებელი რომ გვირაბში არ ეტეოდა” ეგ ისტორია, ოღონდ ახლა ნაძვის ხეზე. აწყობის პროცესში, დაუსრულებელი ნაძვის ხის სურათების დადება, დაცინვა და ხაზგასმა იმის რომ თბილისელი არაა ქალაქის მერი და სამტრედიელი თურმე გინდა მილანში “დადე გინდ დედაქალაქის მერის კაბინეტში” უკიდურესად სამარცხვინო საქციელია…
მე ყველაზე მეტად ის მაშფოთებს ასეთ დროს “მატარებელი რომ გვირაში არ ეტევა” და “აუწყობელი ნაძვის ხეზე” დაცინვა-ქილიკი სასიამოვნო და გასახარელი რატომ არის ამ ხალხისთვის? რა გიხარიათ? ეს ქვეყანა თქვენიც ხომ არის? ეს ქალაქი თქვენიც ხომ არის?
მართლა სირცხვილია რასაც ეს “სეირის მაყურებლები” კადრულობენ. უცნაური ხალხია უდავოდ, ნაძვის ხე რომ განათდა და ძალიან ლამაზია, მატარებელი გვირაბში რომ გაეტია მერე არც კი იმჩნევენ, არც გაწითლდებიან თითქოს მე ვამბობდი ამ სისულელეებს ისეთი გამომეტყველება ექნებათ. უტიფრად დაიწყებენ ლოდინს ახალი “საკბილოს” მოლოდინში.”– წერს დაჩი ცაგურია.