"ქართული ოცნების" რეგიონალური მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, სოციალურ ქსელში, წერს:
"გახსოვთ პარლამენტის სასესიო დარბაზში მომხდარი ინციდენტი?
ორი ნაცი ქალის მიერ, გაურკვეველი სითხის, დარბაზში დასხმის შემდგომ, როგორ აყროლდა იქაურობა და მომხდარს საზოგადოებაშიც როგორი ცუდი გამოხმაურება მოჰყვა.
აღნიშნული სითხის დასხმამ გამოიწვია რამდენიმე ადამიანის ცუდად გახდომა და უცხოეთიდან შემოთვლილმა შენიშვნებმა ნაც. მოძრაობაში პანიკა გამოიწვია. ჩაატარეს თათბირი და დაგეგმეს 2 ღონისძიება:
- პასუხისმგებლობის სხვისთვის გადაბრალება;
- აყროლების აქტის მაქსიმალურად ხუმრობაში გადატანა.
❗უკვე ორი წელია, ფარად იყენებენ ახალგაზრდებს. ყველა ოპოზიციური პოლიტიკანის ფიასკოს ბოლოს ახალგაზრდებს აკერებენ. მელია შტერს, თავად რომ არ გაეკეთებინა, პარლამენტის შტურმისაკენ და შიგნით შევარდნაზე მოწოდება, ამასაც ახალგაზრდებს დააბრალებდნენ! რაც მთავარია, ყველას კარგად ახსოვს, როგორ გაიპარნენ ლიდერები აქციიდან.
შედეგად ვინ დაზარალდა? ახალგაზრდები და პოლიცია! არცერთი ოპოზიციური ლიდერი არ დაზარალებულა❗
რათქმაუნდა, ამ შემთხვევაშიც, ახალგაზრდებს დააბრალეს პარლამენტის აყროლება❗
მეორე პუნქტში, რაც მომხდარი ფაქტის გაშარჟების გეგმას წარმოადგენდა, ჩემმა პოსტმა ჩაუშალა, სადაც მე ვწერდი, რომ დაზარალდა 4 პიროვნება და თუ რომელიმეს რამე დაემართებოდა დავასრულებდით. აქედან გამომდინარე, 5 ლარიანმა განცხადებების გამყალბებელმა ქალმა, მომიქსია რამოდენიმე ტროლი ჩემს პოსტზე. ტროლებმა რომ წარმატებებს ვერ მიაღწიეს, შემდეგ უკვე თვითონ ჩაერთო იაფ ფასიან ტროლინგში, თან მოწოდებაც გააკეთა " სამხარაძის გვერდზე ვგულაობო". ყველას გახსოვთ რაც მოხდა, ფბს მომხმარებელთა 60%-მა გააფარჩაკა საკუთარ ფბ-გვერდზე!
აი ახლა იწყება ყველაზე საინტერესო ჩემთვის
რადგან ვატკინე და მისი ზრახვები ჩავუშალე, გადაწყვიტა ჩემი დაბულინგება
რათქმაუნდა, ისევ ახალგაზრდების გამოყენებით, მაგრამ საბაბი არ აქვთ:
- პროპორციულ სისტემას მხარი დავუჭირე❗
- არანაირი ბიზნესი არ მაქვს, არც მე და არც ჩემს რომელიმე ნათესავს❗
3.ნეპოტიზმი? სანამ დავინიშნებოდი თანამდებობაზე, ჩემი მეუღლე მაღალანაზღაურებად სამსახურში მუშაობდა! ჩემი დანიშვნის შემდეგ, სამსახური დატოვა და 3 მაგარ შვილს მიზრდის არცერთ ჩემს ნათესავს თანამდებობა არ უკავია❗
- სახელმწიფო ბიუჯეტიდან მხოლოდ ხელფასს ვიღებ, არც დაცვა და სახელმწიფოს კუთვნილი ავტომობილი მემსახურება! რაც შეეხება ჩემს ხელფასს, იგივე ოდენობის არის როგორიც მავნებელი ოპოზიციონერი დეპუტატების, 2016წლის მოწვევის პარლამენტში(ზოგ ოპოზიციონერ მავნებელს, უფრო მეტი აქვს, ვიდრე მე)
თხზავდნენ ჩემზე მითებს- ხან ზონდერი ვიყავი და ხან აჯანყებული დეპუტატი ამით, კიდევ ერთხელ შეჰყავდათ ახალგაზრდები შეცდომაში, რომ მოემართათ ჩემსკენ. რაც გამოიხატა, თუნდაც, კოსმონავტის ამაზრზენ ქმედებებში და მის მიერ დაწერილ 3 კილომეტრიან შტერულ პოსტებში. არც აქ აღმოჩნდა ჩემი დაბულინგება მარტივი.
ახლა, რაც შეეხება მომავალს.
ისევ ეს, 5 ლარიანი, განცხადებების გამყალბებელი, გეგმავს ახალ იდიოტიზმს ვინაიდან ნაწილობრივ გაცხადდა ნაცების ზრახვები, მათ გაემიჯნენ ახალგაზრდების დიდი ნაწილი, ამიტომ დაიგეგმა ახალი ღონისძიება - "არც ნაცი ვარ, არც ქოცი". ამ კამპანიას აჟღერებს ნაცახალგაზრდულის ოფიციალური წევრი ამ შემთხვევაშიც დასაფიქრებელია, ვინ იყენებს ნეიტრალურ ახალგაზრდებს? რათქმაუნდა ნაცები!
ცოტას გადავუხვევ და სიტყვა -"ქოცის" წარმომავლობას განგიმარტავთ:
„ქოცი" მოიგონეს კუდისა და სოდის თანამშრომლებმა, ახალაიას მითითებით, რადგან ცნობებში ასე ჩაეწერათ. აქ მაინც ნუ დაემსგავსებით იმ ჯალათებს და რამე ახალი მოიფიქრეთ ჯობია
აბსოლუტურად ყველა თქვენი ნაბიჯი შევისწავლე, ვიცი რომ წინ ცივი ზამთარი გელოდებათ. ყველა ახალგაზრდას მივაწვდი სიმართლეს და მარტო დაგტოვებთ
P.S. შექმნილი აქვთ სხვადასხვა სახის ორგანიზაციები, ტრენინგებისა და ფსევდო გადამზადების ჯგუფები (ყველა ვიცი).
მაქსიმალურად ცდილობენ, რომ მოიზიდონ დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები, რომელთაც მშობლების დაუკითხავად ახვედრებენ ნაცების ლიდერებს და ურეცხავენ ტვინს. ამბობენ რომ, ამ აფიორაში გიორგი თარგამაძეც არის ჩართულიო, არვიცი, გადავამოწმებ."
ბოლოს, რუსულ-ნაცურ დაჯგუფებას მივმართავ, რომ არ გამოვაყენებინებთ ახალგაზრდებს, პირადად შევხვდები იმ არასრულწლოვნების მშობლებს, რომელთაც პოლიტიკურ ჰიპნოზს უკეთებთ და ვუამბობ თქვენი მავნებლური ზრახვების შესახებ
შანსი 0%" - წერს დიმიტრი სამხარაძე.