მანჩო გიორგობიანი: იმის მაგივრად, ციხეში იჯდეს, ბასიშვილ-ხაბეიშვილის საყოყლოჩინოდ გახადეთ საქმე?!..

მანჩო გიორგობიანი: იმის მაგივრად, ციხეში იჯდეს, ბასიშვილ-ხაბეიშვილის საყოყლოჩინოდ გახადეთ საქმე?!..

სამოქალაქო აქტივისტი მანჩო გიორგობიანი სოციალურ ქსელში წერს:

ოცნება სამარცხვინო იქნება ბასიშვილის პარლამენტში შესვლა!... იმის მაგივრად, ციხეში იჯდეს, ბასიშვილ-ხაბეიშვილის საყოყლოჩინოდ გახადეთ საქმე?!..

თქვენ კი, ერთი ერეკლე კუხიანიძეც ვერ დაიცავით ამ ნამუსგარეცხილების შემოსევისგან და ექიმის საქციელზე განსხვავებული აზრის გამოხატვისთვის გუნდი დაატოვებინეთ. ადამიანს, ამ საქმის გარშემო აღრეული ჭორ-მართალის გამო, ემოციურ ფონზე გამოუვიდა უხამსი პოსტი, გასაგებია, არ იყო მოსაწონი... მაგრამ ბოდიშიც მოიხადა და ახსნა კიდეც, რომ ზოგადად , პროვოკაციებზე ძალიან ღელავს ხოლმე, რადგან ყოველთვის ასე იწყებოდა ომები საქართველოს უახლეს ისტორიაში , რა გასაკვირია, რომ ენერვიულა და სხვაგვარად დაენახა მოვლენები?!...

ოცნებას, გუნდურობა არ გაგაჩნიათ, ეს გითხრით ძირს! თქვენგან განსხვავებით, სავსეა ნაციანალური გაერთიანება სახელმწიფო ბიუჯეტის, საქართველოს ძარცვის ხარჯზე გამილიონერებულ-გამილიარდერებული სისხლისმსმელი კრიმინალებით და მაინც ბოლომდე ეფარებიან ერთმანეთს ფარად, კბილებით იცავენ!

არ ვამბობ, რომ ოცნებამ დამნაშავეები უნდა დამალოსმეთქი, პირიქით, მომწონს , რომ არ აფარებს ხელს , მაგრამ ერეკლე კუხიანიძე ნამდვილად არ იყო კრიმინალი, აზზრე მოსვლა არ აცალეთ, ისე ერთხმად გაუშვით უმრავლესობიდან, ერთიც არ გიცდიათ თანაგუნდელის დაცვა, ვითომ ბევრი გყავდეთ მისნაირი ერთგულები! ..

trampi II მსოფლიო ომის შემდგომი სამოქმედო გეგმა, შემუშავებული ამერიკის მთავარი სადაზვერვო სამსახურის მეთაურის, ალენ დალ/ეს/ის მიერ.

(ნაწყვეტი)

* * *
"დავთესავთ ქაოსს და შეუმჩნევლად გავუყალბებთ მათ ფასეულობებს და იძულებულს ვყოფთ, ირწმუნონ ისინი. ამისათვის მოვძებნით თანამოაზრეებს, მოკავშირეებსა და დამხმარეთ. ერთმანეთის მიყოლებით გათამაშდება უდიდესი უბედურება დედამიწის ყველაზე დაუმორჩილებელი ხალხის თვითშეგნების საბოლოო და შეუქცევადი გაქრობისა.

"ლიტერატურიდან", ხელოვნებიდან ჩვენ ამოვშანთავთ მათ ყოფით რაობას, განვაცალკევებთ მხატვრებს, გავუქრობთ სახვითი ხელოვნებით დაკავების სურვილს და იმ არსის ძიებისასაც, რასაც ხალხთა მასების სულის სიღ/რმეში აქვს ადგილი. მწერლობა, თეატ/რი, კინო, გამოცემები - ყველაფერი უნდა გამოსახავდეს და ქებას შეასხამდეს ადამიანის ყველაზე დაცემულ გრძნობებს. ჩვენ ყველანაირად დავუჭერთ მხარს და წინ წამოვწევთ ისეთ ხელოვანთ, რომელნიც ადამიანთა ცნობიერებაში დაამკვიდრებენ და დღენიადაგ ჩასჩიჩინებენ სექსის, ძალადობის, ღალატის კულტს - ერთი სიტყვით, ყველანაირ უზნეობას.

სახელმწიფოს მმართველობაში შევქმნით ქაოსსა და გაუგებრობას; შეუმჩნევლად, მაგრამ გამძაფრებულად და მუდმივად შევუწ/ყობთ ხელს მოხელეთა და მექრთამეთა თვითნებობას, უზნეობას. თავხედობა და საქმეთა გაჭიანურება აყვანილი იქნება სათნოების სიმაღ/ლეზე.

პატიოსნება და წესიერება წარსულის გადმონაშთად გადაიქცევა, გამასხარავდება და აღარავის დასჭირდება. უზრდელობა და თავხედობა, ცილისწამება და ტყუილი, ლოთობა და ნარკომანია, ერთიმეორის ცხოველური შიში და ურცხვობა, გამცემლობა და გაუტანლობა და ერთა შორის, აღმსარებლობათა შორის და თაობათა შორის მტ/რობა - ყოველივე ამას ოსტატურად და შეუმჩნევლად დავნერგავთ, ეს ყველაფერი აყვავდება.


მხოლოდ ცოტანი, ძლიერ მცირენი თუ მიხვდებიან და გაიგებენ იმას, რაც ხდება, მაგრამ მათ უმწეო მდგომარეობაში ჩავაგდებთ, ხალხის სამასხარაოდ გავხდით, გამოვძებნით ხერხს, რათა მათ ცილი დასწამონ და გამოაცხადონ საზოგადოების ნაძირლებად.... ჩვენ ვიბრძოლებთ ადამიანთა გარყვნისათვის ბავშვობისა და ჭაბუკობის ასაკიდან, ყოველთვის გავაკეთებთ არჩევანს ახალგაზრდებზე, რომ მოვთაფლოთ და გავხრწნათ ისინი. ახალგაზრდებისაგან შევქმნით ზნედაცემულ, სულიერებისაგან დაცლილ ჯაშუშებსა და მოღალატეებს".
5 წლის უკან