ფეისბუქ-მომხმარებელი David Mar D'aleishvili სოციალურ ქსელში წერს:
სალომეს მეც ვაშაყირებ ხოლმე, მაგრამ ეს მხოლოდ უწყინარი იუმორის ფარგლებში ჯდება, რადგან არ ვთვლი, რომ იგი, საკუთარი განცხადებებით, ზიანს აყენებს ქვეყნის ინტერესებს:
პრეზიდენტს "ქართული ოცნების" წყალობით, არანაირი რეალური ძალაუფლება გააჩნია, თანაც, ოპოზიცია აშკარად ჩასაფრებული ჰყავს და ყველაფერს უპროტესტებენ - საუბრისას, ყოველი სიტყვის სწორად წარმოთქმიდან დაწყებული, რუსული "კალკის" არდაშვების და წინადადებების სწორად დაწყობით დამთავრებული.
რეალურად კი, ისევ "ქართული ოცნების "წყალობით", პრეზიდენტს მსოფლიოში არავინ უსმენს, ქართული ოპოზიციის გარდა!
დღეს, რუსეთის და თურქეთის საზღვართან ერთად, უხსენებია, არაღიარებული რესპუბლიკების "საზღვრები", "ეგრეთწოდებულის", ან "ვირტუალურის" გარეშე.
ბაქრაძემ ეგრევე ბრიფინგი ხია, შალიკომ განცხადება გააკეთა და ორივე, პრეზიდენტს იმპიჩმენტით დაემუქრა.
რა გაუტრაკეთ ქალს საქმე?! ხომ მიხვდით, რაც იგულისხმა?!
თანაც, საზღვარი ჰქვია, აბა, რა ჯანდაბა ჰქვია, რისი გადაკვეთის უფლებაც არ გაქვს და ვერც ვერანაირად ახერხებ?!
კანონში "სახელმწიფო საზღვრის შესახებ", "სახელმწიფო საზღვრის" განმარტებაა - "ხაზი და ამ ხაზის გასწვრივ გამავალი ვერტიკალური სიბრტყე, რომელიც საქართველოს ტერიტორიას - ხმელეთს, წყალს, წიაღს, საჰაერო სივრცეს – გამოჰყოფს მოსაზღვრე სახელმწიფოს ტერიტორიისაგან".
ამ განმარტებამდე არსებობდა სიტყვა "საზღვრის" განმარტება "ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის" მიხედვით, რომლის თანახმადაც,,"საზღვარი" წარმოადგენს - "ხაზს, რომელიც რისამე ფარგლებს აღნიშნავს, რომელიც ორ ტერიტორიას, ორ ადგილს ჰყოფს ერთმანეთისგან".
ამდენად, სიტყვა "საზღვარს" თუ არ დავუმატებთ სიტყვა "სახელმწიფოს", ის, უბრალოდ, მეზობლების ეზოებს შორის არსებული ღობის დონის ტერმინად დარჩება და იგი, სავსებით ჩაჯდება, როგორც ოფიციალური, ასევე არაოფიციალური გამყოფი ხაზის ფარგლებში.
სალომემ კი, "საზღვარი" გამოიყენა, ყოველგვარი "სახელმწიფოს" გარეშე, რაც ვირტუალურსაც ნიშნავს, ეგრეთწოდებულსაც, მგლის მიერ, შარდით მონიშნულსაც და არაფერი აქვს საერთო "სახელმწიფო საზღვართან", რაც აუცილებლად დემარკაციას საჭიროებს.
ისე, შალვა, შენ არ იყავი, ობამას, საძინებლის ქვეშ, "დაუნ ზი დიკტეიტეს" რომ მოუწოდებდი?! როგორ ფიქრობ, ესიამოვნებოდა, მშობლიური ენის თუთიყუშის დონეზე დამახინჯება?!
ნუ გაუტრაკეთ ქალს საქმე და თქვენს ბოზ მამიდებს მიხედეთ...