კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე “2020NEWS“ -თან საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას აფასებს. სალომე ზურაბიშვილის თქმით, თუ საზოგადოებაში შეიქმნება განცდა, რომ დასავლეთის კრიტიკა არაობიექტურია, ეს ქართველი ხალხის ორიენტაციაზე აისახება.
როგორც ექსპერტი აცხადებს, სალომე ზურაბიშვილი ცდება, რადგან ქართველი ხალხი პროდასავლურ ორიენტაციას ასე მარტივად ვერ შეიცვლის.
“რამდენიც სალომე ზურაბიშვილმა არ უნდა თქვას, ქართველი ხალხის ორიენტაციის შეცვლა ასე მარტივად არ ხდება. ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია ჩვენი ხალხის გადაწყვეტილებაა. არსებობს უამრავი ვალდებულება და ხელშეკრულება, რომელებიც ინტეგრაციის მიზნით არის შექმნილი“, - განაცხადა არეშიძემ.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “პირველი არხის“გადაცემა “თავისუფალ ხედვაში“ განაცხადა: „თუ საზოგადოებაში შეიქმნება განცდა, რომ დასავლეთის კრიტიკა არადაბალანსებულია, ეს ქართველი ხალხის ორიენტაციაზე აისახება“.